თეგებით ძიება

საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია - რასა იუკნევიჩიანე

საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია ისევე, როგორც რუსეთს სჭირდება დეპუტინიზაცია, - ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე საუბრობს. ევროპარლამენტარი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს მიმოიხილავს და ამბობს, რომ შექმნილი ვითარებიდან ეთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია. 

ევროპარლამენტში ორი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გაჟღერდა. მან გადმოგვცა იმ ადამიანების სათქმელი, ვინც ახლა ქუჩაში დგას, რომ უპირველეს ყოვლისა, მათი მოთხოვნაა, უკან დაუბრუნდეთ მათი ხმა. ეს ნიშნავს, რომ არჩევნები მიტაცებულია. მათ სრუთ ახალი არჩევნები ნეიტრალური და სამართლიანი ადმინისტრაციის პირობებში. ქართველებს სურთ, დაუბრუნონ მათ თავიანთი ევროპული გზა. პარლამენტში გვქონდა საქართველოს შესახებ განხილვა, სადაც ვისაუბრეთ დარღვევებზე, ძალის გამოყენებაზე და სხვა საკითხებზე და ძალიან ბევრმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მოსთხოვა ევროსაბჭოს, რომ მეტად იაქტიუროს. ნოემბრის ბოლოს გამოვეცით რეზოლუცია, სადაც ნათქვამია, რომ ჩვენი რეკომენდაციაა, არ ვაღიაროთ ეს არჩევნები. ქვეყანას დებიძინიზაცია სჭირდება ისევე, როგორც რუსეთს სჭირდება დეპუტინიზაცია. მათი იდეოლოგიაა, რომ ქვეყნის ყველა ინსტიტუტი მიიტაცონ, რომ ქვეყანა ავტოკრატიისკენ წაიყვანონ აბსოლუტურად იგივეა. 

დღევანდელი სიტუაცია განსხვავდება იმისგან, რაც ოქტომბრის არჩევნებამდე იყო. დღევანდელი სანქციები ყველაზე მძლავრი იარაღი იყო, მაგრამ ახლა საქართველოში პრობლემა მხოლოდ სანქციების დაწესებით არ მოგვარდება. ყველზე მნიშნელოვანი ახლა ხელახალი არჩევნებია. ამის გარეშე ქვეყანაში არ იარსებებს არანაირი ნდობა. ეს იყო ერთპარტიულ პარლამენტში ერთი კანდიდატის ნომინაცია  და ის წარადგინა ოლიგარქმა. ასე რომ, ამას ჩვენ არ ვუყურებთ როგორც არჩევნებს. ჩემი და ჩემი პარტიის პოზიციაა, რომ იქამდე, ვიდრე საქართველოში ახალი არჩევნები არ ჩატარდება, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუცია და ხალხისგან არჩეული პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი, - ამბობს რასა იუკნევიჩიანე.  

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა