გიგა ბოკერია - ჩვენი ამოცანაა, მივაღწიოთ იმ კომპრომისს, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს
ჩვენი ამოცანაა, მივაღწიოთ იმ კომპრომისს, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ევროპული საბჭოს წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ის საკითხები განიხილეს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლს მიშელმა დააყენა.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის. სამუშაო გრძელდება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. ჩვენი ამოცანაა, რომ მივაღწიოთ იმ კომპრომისს, რომელიც ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოიყვანს. იმედი მაქვს და ჩვენი ამოცანაა, რომ პროცესი დასრულდება მალე და ყველამ შევძლოთ, რომ გითხრათ, როგორ გამოვდივართ ამ კრიზისიდან იმ პუნქტების მიხედვით, რომელიც მიშელმა მოხაზა. დღეს ღრმად შევედით შინაარსში იმ პუნქტების, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა. ჩვენი ამოცანაა, ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს“, – განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ ვროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრა დღეს დილით მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა გამართეს, მოგვიანებით კი ოპოზიციამ.