ირაკლი კობახიძემ დაღუპული მეხანძრე-მაშველის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მეხანძრე-მაშველის, გიორგი ლელაშვილის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
პრემიერ-მინისტრი უსამძიმრებს გიორგი ლელაშვილის ოჯახს და ახლობლებს.
„გუშინ, ხანძრის ჩაქრობის დროს, თბილისში, ვაკის რაიონში, დაიღუპა მეხანძრე-მაშველი, გიორგი ლელაშვილი. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებს, ახლობლებს, მინდა სამძიმარი გამოვთქვა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერმა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა.