ირაკლი კობახიძე - მოლაპარაკებები გაგრძელდება ვიზიტის შემდეგ, შეხვედრები დღეს დასრულებულია
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის ჩართულობით შეხვედრები დღეს დასრულებულია.
როგორც კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან მმართველი გუნდის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მოლაპარაკებები გაგრძელდება ბირუსელში ვიზიტის შემდეგ.
„მოლაპარაკებები გაგრძელდება ვიზიტის შემდეგ. შეხვედრები დღეს დასრულებულია, დიალოგი გაგრძელდება მომდევნო პერიოდში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, დღის განმავლობაში კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ორჯერ შეხვდა. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი დღეს ასევე შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებსაც.
შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.