თეგებით ძიება

კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კიდევ ერთი დღე დარჩა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დილიდან განაგრძობს. ამჯერად ის ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება.

უცხოელი მედიატორის ჩართულობით პოლიტიკურ მხარეებთან კონსულტაციები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კრისტიან დანიელსონი ორჯერ შეხვდა „ქართული ოცნების“ ლიდერებს და ასევე, შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში დღეს დილით უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა ვიზიტი ერთი დღით გადადო და შესაბამისად, მოლაპარაკების პროცესი დღესაც გაგრძელდება.

კრისტიან დანიელსონმა თბილისში ვიზიტის გახანგრძლივება გუშინ გადაწყვიტა. ევროპელი დიპლომატი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა