კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.
კრისტიან დანიელსონი ორი დღის განმავლობაში ხვდებოდა როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს. დანიელსონს საქართველო დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა განაცხადა, რომ თბილისში რჩება და მოლაპარაკების პროცესს გააგრძელებს.
დღეს დილიდან მან შეხვედრები გააგრძელა ოპოზიციის წარმომადგენლებთან.