თეგებით ძიება

ირაკლი კობახიძე - ერთადერთი ვალდებულება, რასაც იღებს ოპოზიცია, არის პარლამენტში შესვლა, ისიც ძალიან ბუნდოვანია

ერთადერთი ვალდებულება, რასაც იღებს ოპოზიცია, ეს არის პარლამენტში შესვლა, ისიც მათი მხრიდან ძალიან ბუნდოვანი წინადადებაა, - ამის სესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა წინადადება, რომელიც დღეს დოკუმენტშია ასახული, წარდგენილი არის ხელისუფლების მიერ.

კობახიძის განმარტებით, ერთადერთი ვალდებულება, რასაც იღებს ოპოზიცია, არის პარლამენტში შესვლა, ისიც ძალიან ბუნდოვანი წინადადებაა.

„ყველა წინადადება, რომელიც ასახულია დღეს დოკუმენტში, არის ჩვენგან წარმოდგენილი, არც ერთი წინადადება არ არის წარმოდგენილი ოპოზიციისგან, ყველა წინადადება უკავშირდება იმას, რასაც გააკეთებს ხელისუფლება. ერთადერთი ვალდებულება, რასაც იღებს ოპოზიცია, ეს არის პარლამენტში შესვლა, ისიც მათი მხრიდან ძალიან ბუნდოვანი წინადადებაა“, – აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ მოტივაციაა, შეთანხმების მისაღწევად მაქსიმუმი გაკეთდეს.

„რაც შეეხება ჩვენს მოტივაციას, ჩვენი მოტივაცია არის ის, რომ მაქსიმუმი გაკეთდეს შეთანხმების მისაღწევად, რადგან ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ამ დამოკიდებულების გამოხატულება არის ისიც, რომ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ გაგვიმჟღავნებია ამ შეხვედრების დეტალები, განსხვავებით ოპოზიციისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა