თეგებით ძიება

არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის მხრიდან თუ იქნება გადადგმული პრაგმატული ნაბიჯები, ვფიქრობ, შეთანხმებას შევძლებთ

თუ ოპოზიციის მხრიდან იქნება გადადგმული პრაგმატული ნაბიჯები, ჩვენი მხრიდან სამართლიანი და პრაგმატული ნაბიჯები იყო გადადგმული ამ დღეებში, ვფიქრობ, რომ ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, პუნქტებში, რომელზეც განხილვა მიმდინარეობს, არის მნიშვნელოვანი წინსვლა, გარკვეული სამუშაო რჩება.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების დროს გათვალისწინებული იყოს საზოგადოების ინტერესები.

„რაც მთავარია, ამოსავალი წერტილი და შეთანხმების მთავარი ფაქტორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესები. ეს შეთანხმება არის იმისთვის, რომ საქართველომ მოახდინოს დემოკრატიის კონსოლიდაცია და კონცერტრირდეს იმ მნიშვნელოვან ამოცანებზე, რაც დღეს არის, როგორც საზოგადოების დაკვეთა, ასევე ქვეყნის ინტერესები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფომ ვაჩვენოთ, რომ გვაქვს სტაბილური პოლიტიკური სისტემა და არა ისეთი სისტემა, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე ასეთ კრიზისს აჩვენებს. აქ ვინ იქცეოდა უპასუხისმგებლოდ, ვინ ცდილობდა ძირი გამოეთხარა დემოკრატიისთვის, ვფიქრობ, ამ დიალოგში ამაზე საუბრის პროცესი შორს წაგვიყვანს. ეს სიმართლე არსებობს და საზოგადოებამ კარგად იცის რა მოხდა. თუ ვინმეს ჰქონდა პრეტენზია არჩევნების გაყალბებაზე, ვალდებული იყო, გადაემოწმებინა. თუ ვინ ცდილობდა, პარლამენტი მხოლოდ ერთი პარტიით დაეტოვებინა, ესეც ვნახეთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა