საწვავის ფასის 3 ლარამდე ზრდას ელიან
ნავთობის ფასის მზარდი დინამიკისა და ლარის გაუფასურების საფუძველზე შეგვიძლია სამწუხაროდ დავასკვნათ, რომ 2021 წელს საწვავის ფასი 1 ლიტრზე 3 ლარიან ნიშნულს მიუახლოვდება," - ამის შესახებ სატრანსპიორტო საკითხების ექსპერტი, ორგანიზაცია "ჰაბ ჯორჰჯიას" ყოფილი პრეზიდენტი, ვასო ურუშაძე აცხადებს.
2021 წლის 15 მარტის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 68.88 (- 0,34) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 65,39 (- 0,22) დოლარი/ბარელზე.
წელს ნავთობის ფასის 80 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებენ. ამჟამინდელი ტრენდით თუ ვიმსჯელებთ, ფასები ფაქტობრივად ეპიდემიამდენ ნიშნულს უბრუნდება.
საქართველოში საწვავი 2 დღეში 5 თეთრით გაძვირდა, რასაც საგანგაშოს უწოდებენ სატრანსპორტო კვლევის ცენტრში და დასძენენ, რომ ბიზნესს საწვავზე გაზრდილი ხარჯი მოგებას უმცირებს. ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი report.ge-სთან ამბობს, რომ 14 მარტის ბოლოს საწვავი საქართველოში 2,56 ლარი ღირდა, ხოლო 15 მარტს დილით უკვე მისი ფასი 2.61 ლარამდე გაიზარდა.