ნიკა მელიას მხარდასაჭერად რუსთავის ციხემდე მსვლელობა ეწყობა
"თავისუფლება ნიკა მელიას"- ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტები თბილისში აქცია-მსვლელობას მართავენ.
ავტო-კოლონამ მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან დაიწყო და რუსთავის ციხესთან დასრულებს, სადაც "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე" ნიკა მელია იმყოფება.
აქტივისტების განცხადებით, ნიკა მელია პოლიტპატიმარია და ის სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.