შალვა ნათელაშვილმა უმრავლესობასთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა შეხვედრა, რომელიც ამ წუთებში ევროკავშირის ოფისში მიმდინარეობს.
"ლეობორისტული პარტია" პროტესტის ნიშნად ტოვებს მოლაპარაკების მაგიდას, სადაც მთავარ საკითხად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი არ განიხილება და სადაც ნიკა მელია არ ზის ჩვენს გვერდით ამ მოლაპარაკებებზე" - განაცხადა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, პირველ საკითხად განხილვისთვის შეთავაზებულია საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმა.
ევროკავშირის წარმომადგენლის მედიატორობით ამ წუთებში "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდიანრეობს.