თეგებით ძიება

გიგა ბოკერია - ამ ეტაპზე, არანაირ შედეგებზე არ შეიძლება ლაპარაკი

ამ ეტაპზე, არანაირ შედეგებზე არ შეიძლება ლაპარაკი,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, ძალიან რთული და მძიმე შეხვედრა იყო.


“გრძელი, ძალიან რთული და მძიმე შეხვედრა იყო. ეს არის რაც შემიძლია ვთქვა. შეხვედრა ხვალ გაგრძელდება. ამ ეტაპზე, არანაირ შედეგებზე არ შეიძლება ლაპარაკი.. ჩვენი ამოცანა რჩება ის, რაც თქვენთვის იყო ცნობილი, ჩვენ გვინდა მოლაპარაკება.

გუშინდელი განცხადებების შემდეგ, დღეს რომ შედგა შეხვედრა და პრეზიდენტ მიშელის პოლიტიკური ინვესტიცია ამ პროცესში, რომ ძალიან დიდია, ეს კარგია. ის რომ მისი მედიატორი აქ არის და მუშაობს, ეს მნიშნველოვანია, მისი მადლიერი ვართ. ამ შეხვედრის შინაარსი იყო რთული და მძიმე ”,- აცხადებს ბოკერია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა