თეგებით ძიება

ხათუნა სამნიძე - გვქონდა ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და რთული საუბარი

გვქონდა ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და რთული საუბარი, - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი ცნობით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის კონსულტაციები ხვალ, 18 მარტსაც შეგდება.

„დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო, მნიშნველოვანი, რთული საუბარი და დისკუსია ყველაფერზე. გვაქვს პროგრესი, მაგრამ არ შეიძლება ვისაუბრობთ არაფერზე კონკრეტულზე. ძალიან რთული იყო ყველა საკითხის განხილვა, ხვალ გრძელდება ეს მოლაპარაკებები. როგორც იცით, შეხვედრა ორმხრივი იყო, ორივე მხარე ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს პოზიციებს, ყველაფერზე იყო საუბარი, ყველა პუნქტზე. შეთანხმება მოხდება, როცა ყველა პუნქტზე შევთანხმდებით, ეს არის მიზანი", - აცხადებს სამნიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა