ზურაბ ჯაფარიძე - შეხვედრა იმაზე პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე ველოდი
შეხვედრა იმაზე პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე ველოდი, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, არის საკითხები, სადაც პოზიციები შეჯერდა, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა.
„ჯერ არაფერი არ დასრულებულა. ბევრ საკითხზე საკმაოდ რთული საუბარი იყო. არის საკითხები, სადაც პოზიციების შეჯერება მოხდა, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულია. ხვალ ისევ გაგრძელდება მოლაპარაკება. დეტალებში ვერ შევალ. რაღაც საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, თუმცა საერთო შეთანხმებამდე კიდევ შორია. უფრო პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე ველოდი. დათმობაზე საუბარი საერთოდ არ არის. დეტალებში ვერ შევალ. ყველაფერი წინ არის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.