გიგა ბოკერია - მოლაპარაკების მიღწევის ყველა შანსს გამოვიყენებთ
მოლაპარაკების მიღწევის ყველა შანსს გამოვიყენებთ, სადაც შანსი არსებობს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გიგა ბოკერიას თქმით, მოლაპარაკებები გაგრძელდება.
„ძალიან რთული და მძიმე მოლაპარაკების დღე იყო. ანუ, ის, რომ ამ პროცესში პრეზიდენტ მიშელის პოლიტიკური ინვესტიცია არის ძალიან დიდი, დადასტურდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გუშინდელი განცხადებების შემდეგ, დღეს ამ პროცესის გაგრძელებით, მისი პოლიტიკური პატრონაჟით და მისი მონაწილეობით, მისი მედიატორის, დანიელსონის მოწვევით.
ის, რომ ეს ადამიანი ჯერ კიდევ აქ არის და ხვალაც რჩება, ეს არის კარგი, ჩვენი ქვეყნისთვის შანსის მომცემი, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ მოლაპარაკებების შედეგად. მაგრამ, თვითონ მოლაპარაკებები იყო ძალიან მძიმე და რთული და ხვალ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება.
ჩვენ მოლაპარაკების მიღწევის ყველა შანსს გამოვიყენებთ, სადაც შანსი არსებობს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.