ირაკლი კობახიძე - სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი, მთავარია, ოპოზიციამ მოლაპარაკებების ჩასაშლელად რაღაც საბაბის მოძებნა არ დაიწყოს
სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი, მთავარია, ოპოზიციამ მოლაპარაკებების ჩასაშლელად რაღაც საბაბის მოძებნა არ დაიწყოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა .
„ოპოზიციას გუშინაც დაუმძიმდა განწყობა. გახსოვთ, ბორელის განცხადებების შემდეგ და მოაყოლეს ამას მთელი შტურმი ევროკავშირზე და დასავლურ ინსტიტუტებზე. რა თქმა უნდა, ეს არ წაადგება მათ პოლიტიკურ პოზიციებს.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, იყო ძალიან კარგი შეხვედრა, ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ და სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი. მთავარია, რომ ოპოზიციამ რაღაც საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისთვის, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.