ჯეიმს აპატურაი - ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში
ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში, - ასე ეხმაურება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ფეისბუქზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის დროული ვიზიტი დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან. ღია და კონსტრუქციული განხილვა მთელი რიგი საკითხებისა. როგორც ყოველთვის, ნატო მხარს უჭერს საქართველოს. ჩემი მთავარი დასკვნაა: რეგიონალური ვითარების, კოვიდის კრიზისის და რეფორმების გაგრძელებისა მკვეთრი აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოს არ აქვს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო. რაც შეიძლება სწრაფად უნდა შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაცია, ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში, რათა მან ნორმალურად ფუნქციონირება შეძლოს და ყველა პარტიამ ერთად უნდა შეათანხმოს პოლიტიკური პროცესის წინ წაწევის გზა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და აშშ-ის საშუამავლო ძალისხმევას, რომლებსაც ორი ბრწყინვალე დიპლომატი ხელმძღვანელობს“, - წერს ჯეიმს აპატურაი.