გია ხუხაშვილი: ჯანდაცვის მინისტრია მთავარი ანტი-ვაქსერი, პატრიარქთან გაიქცა დასახმარებლად
"აქ ჩემთვის პატივსაცემი ხალხი, რამე რომ მოხდება, მაშინვე იწყებენ მტკიცებას, რომ ვაქცინაცია არის კარგი და ასტრა-ზენეკა საუკეთესო.
გავიგეთ ბატონებო.
აქ პრობლემაა პროცესის ორგანიზების ჩაფლავება. შესაბამისი პერსონალის და პირობების მომზადება. რისკ-ფაქტორების გამოკვლევა ვაქცინაციამდე, მასშტაბური სოციალური კამპანიის ორგანიზება. მაგალითის ჩვენება და ა.შ.
ყველაფერი ამის ნაცვლად ჯანდაცვის მინისტრმა გამოაცხადა, რომ ის პირადად არ აიცრებოდა და პატრიარქთან გაიქცა დასახმარებლად. ვერ ხედავთ, რომ ის არის მთავარი ანტი-ვაქსერი.
თქვენ მიგაჩნიათ, რომ ამას მშვიდად უნდა ვუყუროთ?", - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საკუთარ ვაქცინას ექიმებს უთმობს.
ტიკარაძის თქით, საჭიროების შემთხვევაში აუცილებად აიცრება, თუმცა, თვლის, რომ გაცილებით მეტი ადამიანია, ვინც საჭიროებს პირველად ვაქცინაციას.