თეგებით ძიება

საკუთარ ვაქცინას ექიმებს ვუთმობ - ეკატერინე ტიკარაძე

პრიორიტეტია ეს ჯგუფი და ამიტომ საკუთარ ვაქცინას ექიმებს ვუთმობ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის სიმცირე ვაქცინაციის პირველ დღეს ანტივაქსერულ კამპანიას უკავშირდება.

„ეს პროცესი რთული რომ იქნებოდა, გათვითცნობიერებული გვქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად ვაქცინის მიმართ სანდოობა უფრო გაიზრდება. ჩვენი ექიმებიც, რომლებიც წინა ხაზზე იმყოფებიან, პრიორიტეტია ეს ჯგუფი და ამიტომ საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს. ვცრით პირველად მათ. დარწმუნებული ვარ, საქართველო იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც სწორად და შეუფერხებლად წარიმართება ეს პროცესი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა