“ოცნების“ საარჩევნო ბანერები არის ადამიანობის ზღვარს მიღმა მოქმედება - ანა ნაცვლიშვილი
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ “ოცნების“ საარჩევნო ბანერები არის ადამიანობის ზღვარს მიღმა მოქმედება.“
ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის თავზე, "ქართულ ოცნებას" არ აქვს, არც ბანერზე გამოსატანი და არც სათქმელი "არცერთი" შესრულებული დაპირების შესახებ ქართველ ხალხთან. არც 100 ქარხანა აუშენებიათ, არც სამართლიანობა აღუდგენიათ და არაფერი, რასაც დაპირდნენ ადამიანებს, ვერ და არ შეუსრულეს. ამიტომ, მათი კამპანია შინაარსისა და საქმისგან დაცლილია, შესაბამისად, სავსეა სიძულვილითა და პროპაგანდით.
ეს ბოლო ბანერები არის ადამიანობის ზღვარს მიღმა მოქმედება. პირველ რიგში, წარმოუდგენლად არაადამიანური საქციელია უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებიც ორ წელზე მეტია იბრძვიან საკუთარი ქვეყნისა და სიცოცხლის უფლებისთვის, აგრესორი რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ. ასევე არაადამიანურია საკუთარი ხალხის მიმართ, რომ მუდმივ ტერორში და შიშში გინდა გყავდეს საკუთარი ხალხი და ამ შიშით დაიმორჩილო და აყარო ღირსება, ეს პოლიტიკაც კი აღარ არის“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა “რეაქციაში“.