თეგებით ძიება

რა ღირს კვადრატული მეტრი ბინა საქართველოს ზღვისპირეთში

ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე, 2026 წლის პირველ კვარტალში გაყიდვების წლიური ზრდა 15%-ს აღწევს, რაც მოთხოვნის მაღალ დონეზე შენარჩუნებაზე მიუთითებს. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ საქართველოს ზღვისპირეთის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ კვლევაში ვკითხულობთ.

კვლევის თანხმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 8%-ით გაიზარდა, რაც გარკვეულწილად პრემიუმ პროექტების მიწოდების ზრდამ განაპირობა.

„ქობულეთში ბინებზე მოთხოვნამ პიკს 2023 წელს მიაღწია, ხოლო შემდგომ დასტაბილურდა. ამის მიუხედავად, გასაყიდ ფასებში საგრძნობლად ზრდადი ტენდენციები შეიმჩნევა და ბოლო მონაცემებით კვადრატულ მეტრზე 1,100 დოლარს აღწევს.

ფოთში გაყიდული ბინების რაოდენობა უმეტესწილად სტაბილური დინამიკით ხასიათდება. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, 2023-2024 წლებში მკვეთრი ზრდის შემდგომ კვადრატულ მეტრზე 500 დოლარის ფარგლებში მერყეობს“ - წერია „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციაში.

კვლევის მიხედვით,ზღვისპირეთში ბინები ყველაზე ძვირი გონიოში ღირს, ხოლო ყველაზე იაფი - ფოთში.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს ზღვისპირეთში არსებული ბინების საშუალო გამოცხადებული (გასაყიდი) ფასი ასეთია:

  • გონიო - 2 894 დოლარი;
  • კვარიათი - 2 225 დოლარი;
  • ბათუმი - 1 988 დოლარი;
  • ურეკი - 1 950 დოლარი;
  • ჩაქვი - 1 774 დოლარი;
  • ქობულეთი - 1 545 დოლარი;
  • შეკვეთილი - 1 532 დოლარი;
  • ფოთი - 867 დოლარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა