თეგებით ძიება

2026 წლის 6 თვეში თბილისში 454 შენობა შევიდა ექსპლუატაციაში

2026 წლის 6 თვეში თბილისში ექსპლუატაციაში 454 შენობა შევიდა - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს სულ 683 განცხადება დარეგისტრირდა, რომელთა ნაწილიც ჯერჯერობით განხილვის პროცესშია.

„ნებართვის საფუძველზე და შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის შესაბამისად, დასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის, აუცილებელია განცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში“, - ვკითხულობთ მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა