თეგებით ძიება

საბჭოთა ცხოვრების დონის სიმბოლო - გაიგე "ხრუშჩოვკის" ისტორია

ე.წ. "ხრუშ­ჩოვ­კა" პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი "შე­დევ­რია". ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ის მო­სახ­ლე­ო­ბის ლა­მის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი ასე­თი ტი­პის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ში ცხოვ­რობს. იმის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლოც ამ სივ­რცის ნა­წი­ლი იყო, ცხა­დია, ამ მა­ხინ­ჯი შე­ნო­ბე­ბით გა­შე­ნე­ბულ უბ­ნებ­სა და მიკ­რო­რა­ი­ო­ნებს ვერ ას­ცდა.

"ხრუშ­ჩოვ­კა" ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვის (საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი 1953-1964 წლებ­ში) პე­რი­ო­დის 3-5-სარ­თუ­ლი­ა­ნი პა­ნე­ლე­ბი­ა­ნი ან აგუ­რის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ბი­ნე­ბის კომ­პლექ­სე­ბია, რომ­ლის პრო­ექ­ტიც მარ­თა­ლია არ­ქი­ტექ­ტორ ვი­ტა­ლი ლა­გუ­ტენ­კოს ეკუთ­ვნის, თუმ­ცა ხალ­ხში მას დღემ­დე "ხრუშ­ჩოვ­კის" სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

პრო­ექტს, რო­მე­ლიც მა­სობ­რი­ვად საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში 1960-1980-იან წლებ­ში აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და, ასე და­ი­წყო: 1947-1951 წლებ­ში საბ­ჭო­თა არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი სა­ბი­ნაო კრი­ზი­სის გა­და­საჭ­რე­ლად და და­ნა­ხარ­ჯე­ბის, ასე­ვე დრო­ის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, სხვა­დას­ხვა ტექ­ნო­ლო­გი­ას ამუ­შა­ვებ­დნენ. 1950 წელს, არ­ქი­ტექ­ტორ­თა ყრი­ლო­ბა­ზე, რო­მელ­საც მოს­კო­ვის სა­ქა­ლა­ქო პარ­ტი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე - ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვი უძღვე­ბო­და, არ­ქი­ტექ­ტო­რებს მთა­ვარ ამო­ცა­ნად და­უ­სა­ხა და­ბალ­ფა­სი­ა­ნი, სწრა­ფი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და მალე, მოს­კოვ­ში, ბე­ტო­ნის ფი­ლე­ბის ჩა­მომ­სხმე­ლი 2 ქარ­ხა­ნა გახ­სნა.

იმ დრო­ის­თვის, ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი პრო­ექ­ტი უკვე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, თუმ­ცა მზა ბე­ტო­ნის პა­ნე­ლებ­მა ყვე­ლას აჯო­ბა და სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა რო­გორც გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი ტექ­ნო­ლო­გია, და­ი­ვი­წყეს, რად­გა­ნაც ტრა­დი­ცი­უ­ლი აგუ­რით მშე­ნებ­ლო­ბა შრო­მა­ტე­ვა­დი იყო, ამ პრო­ექ­ტებს საკ­მა­რი­სი დრო მიჰ­ქონ­და და გა­დატ­ვრთუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის მო­თხოვ­ნებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და.

მოკ­ლედ, 1954-1961 წლებ­ში ინ­ჟი­ნერ­მა ვი­ტა­ლი ლა­გუ­ტენ­კომ, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის ქა­ლაქმშენპ­რო­ექ­ტის უფ­რო­სი იყო, და­აპ­რო­ექ­ტა და სე­რი­ულ ინ­დუსტრი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სის გა­მოც­და და­ი­წყო, რო­მე­ლიც ბე­ტო­ნის პა­ნე­ლე­ბის ქარ­ხნებ­სა და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი აწყო­ბის სის­ტე­მას ეყ­რდნო­ბა. 1961 წელს ლა­უ­გა­ტენ­კოს ინ­სტი­ტუტ­მა მზა ხუთ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის პრო­ექ­ტი "კ-7" შე­ი­მუ­შა­ვა, რო­მე­ლიც "ხრუშ­ჩოვ­კის" პრო­ტო­ტი­პი გახ­და. თა­ვი­დან, 1961-1968 წლებ­ში ამ ტი­პის 64.000 შე­ნო­ბა (3.000.000 მ2) აიგო. თა­ვად მოს­კოვ­ში, ად­გი­ლის უკ­მა­რი­სო­ბის გამო, ამ პრო­ექ­ტით 9-12-სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბის აგე­ბა გახ­და სა­ჭი­რო, ხოლო ბოლო ხუთ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ხრუშ­ჩოვ­კა იქ 1971 წელს აშენ­და.

პრო­ცე­სი ისე­თი სწრა­ფი და ეკო­ნო­მი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა (ხა­რისხს არა­ვინ ჩი­ო­და), რომ ამ ტი­პის ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა მთელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში და­ი­წყეს, რაც თით­ქმის 1980-იანი წლე­ბის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­და.

ამ ტი­პის სახ­ლში ჭერი 2,5 მ-ს არ აღე­მა­ტე­ბო­და, შიდა კედ­ლებს ხმის ცუდი იზო­ლა­ცია ჰქონ­და. ამ სახ­ლებ­ში არ იყო ლიფ­ტი. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, "ხრუშ­ჩოვ­კე­ბის" პირ­ვე­ლი სე­რია სა­ბი­ნაო პრობ­ლე­მის დრო­ე­ბით გა­და­სა­წყვე­ტად შე­იქ­მნა და 25 წელ­ზე იყო გათ­ვლი­ლი, თუმ­ცა ბევ­რი მათ­გა­ნი დღემ­დე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ხოლო "მყა­რი" "ხრუშ­ჩოვ­კე­ბის" სე­რია 50 წელ­ზე იყო გათ­ვლი­ლი, გა­მოკ­ვლე­ვით დად­გინ­და, რომ დრო­უ­ლი კა­პი­ტა­ლუ­რი რე­მონ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, მათი რე­სურ­სის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა 150 წლამ­დე იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ად­რე­ულ პრო­ექ­ტებს კრა­მი­ტის ან ში­ფე­რის გა­და­ხურ­ვე­ბი ჰქონ­და. გვი­ან­დელ პრო­ექ­ტებ­ში სახ­ლებს სა­ხუ­რა­ვე­ბი შე­უც­ვა­ლეს, რა­საც ზედ სა­ი­ზო­ლა­ციო მა­სა­ლა ჰქონ­და მოყ­რი­ლი, სხვენს კი მცი­რე ზო­მის სა­ვენ­ტი­ლა­ციო ნახ­ვრე­ტე­ბი გა­უ­კეთ­და...

სა­ქარ­თვე­ლო­ში 90-იან წლებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბამ ამ ტი­პის სა­ცოვ­რე­ბელ სახ­ლე­ბის თვით­ნე­ბუ­რი მი­შე­ნე­ბა-მო­შე­ნა­ბა-და­შე­ნე­ბა და­ი­წყო. რი­თაც საბ­ჭო­თა არ­ქი­ტექ­ტუ­რის "შე­დევ­რი" კი­დევ უფრო და­მა­ხინჯდა, რის მა­გა­ლი­თებ­საც ქა­ლაქ­ში თით­ქმის ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე საკ­მა­რი­სად ვა­წყდე­ბით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა