იაპონიის სასამართლომ გაამართლა კაცი, რომელმაც სხვისი დანაშაულის გამო ციხეში 48 წელი გაატარა
იაპონიის სასამართლომ გაამართლა კაცი, რომელსაც 1968 წელს სიკვდილი მიუსაჯეს. 88 წლის ყოფილს ბოქსიორს, ივაო ჰაკამადას სიკვდილით დასჯა 1966 წელს, ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერისა და მისი ოჯახის სამი წევრის მკვლელობისთვის შეეფარდა.
ჰაკამადამ ციხეში 48 წელი გაატარა. სიკვდილით დასჯას ხანგრძლივი აპელაციებისა და ხელახალი სასამართლო პროცესის გამო გადაურჩა. სასამართლომ პირველ აპელაციაზე მას უარი განაჩენის გამოტანიდან 27 წლის შემდეგ უთხრა. 2008 წელს კი ჰაკამადას დამ საქმის ხელახლა განხილვაზე შეიტანა საჩივარი.
საბოლოოდ, მოსამართლის გადაწყვეტილების მიხედვით, ჰაკამადას წინააღმდეგ განჩინება ყალბი მტკიცებულებებით იყო მიღებული და სასამართლომ 88 წლის იაპონელი უდანაშაულოდ სცნო.