თეგებით ძიება
27. 09. 2024 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სენატორებს „გამარჯვების გეგმის“ ძირითადი პუნქტები წარუდგინა

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სენატორებს შეხვდა და „გამარჯვების გეგმის“ ძირითადი პუნქტები წარუდგინა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი იუწყება.

მათივე ცნობით, ზელენსკიმ შეხვედრა გამართა სენატორთა დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ლიდერები, ჩაკ შუმერი და მიტჩ მაკკონელი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის ყველაზე დიდი ყურადღება დაეთმო ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას, უკრაინელი ჯარისკაცების პირველად საჭიროებებს, იარაღის ერთობლივ წარმოებასა და აშშ-ის შემდგომი მხარდაჭერის ძირითად მიმართულებებს.

ამასთან, როგორც პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციაშია აღნიშნული, „ზელენსკიმ სენატორებთან შეხვედრაზე ისაუბრა აგრესორ სახელმწიფოზე სანქციებით ზეწოლის გაძლიერებასა და გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის საჭიროებებისთვის გამოყენებაზე“.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სენატის ორივე პარტიას, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ამერიკელ ხალხს უკრაინისთვის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის.

„აქ, აშშ-ის დედაქალაქში, ჩვენ გვყავს ბევრი მეგობარი, რომლებიც სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველი დღეებიდან დგანან უკრაინელების გვერდით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მადლობა სენატის თითოეულ წევრს ასეთი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა