იპოთეკური სესხები გაიაფდა, ლომბარდული გაძვირდა - როგორია კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები
2026 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით, საქართველოში სესხებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთები მცირედით გაიზარდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მაისში საშუალოდ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 13.46%-ს შეადგენდა, აპრილში კი 13.32%-ს.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 15.61%-დან 15.78%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 9.56%-დან 9.37%-მდე შემცირდა.
რაც შეეხება კონკრეტულად საბანკო პროდუქტებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შინამეურნეობებისთვის გაიაფდა თითქმის ყველა საბანკო პროდუქტი, გაძვირდა მხოლოდ ლომბარდული და ავტოსესხები.
როგორი იყო მაისში შინამეურნეობებისთვის გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი:
- იპოთეკურ სესხები - 11.92% (აპრილი - 12.05%)
- ავტოსესხი - 25.76% (აპრილი - 24.92%)
- ლომბარდული სესხი - 19.66% (აპრილი - 19.54%)
- სამომხმარებლო სესხი - 17.51% (აპრილი - 17.55%)
- სამომხმარებლო სესხი - უზრუნველყოფილი - 13.91% (აპრილი - 13.96%)
- სამომხმარებლო სესხი - არაუზრუნველყოფილი - 18.59% (აპრილი - 18.62%)