მშენებარე ბინის ყიდვა - რა უნდა გავითვალისწინოთ?
საკუთარი საცხოვრებლის შეძენა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პასუხისმგებლიანი ნაბიჯია, რომელიც საფუძვლიან ფინანსურ დაგეგმვას მოითხოვს. დღესდღეობით ბაზარზე ორი ძირითადი არჩევანია: დასრულებული ან მშენებარე უძრავი ქონება. ამ უკანასკნელს მყიდველები განსაკუთრებული ნდობით ეკიდებიან, რადგან დეველოპერების მიერ შემოთავაზებული მოქნილი პირობები საცხოვრებლის შეძენას გაცილებით ხელმისაწვდომს ხდის. დღევანდელ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ მშენებარე ბინების უპირატესობებს და იმ ფაქტორებს, რომლებიც ამ ტიპის ინვესტიციას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გადაწყვეტილებად აქცევს.
რა უპირატესობა აქვს მშენებარე ბინებს?
მშენებარე ბინები ძირითადად შემდეგი ფაქტორებით ხასიათდება:
დაბალი ფასი
მშენებარე ბინების ფასები, უკვე დასრულებულ კომპლექსთან შედარებით, ბევრად დაბალია, რაც მშენებარე ბინებს დიდ უპირატესობას ანიჭებს. მშენებარე ბინის ფასები დამოკიდებულია პროექტირების ეტაპზე. მაგალითად, მშენებლობის ადრეულ პერიოდში მშენებარე ბინების ფასები, მყიდველის მოზიდვისა და დაინტერესების მიზნით, დაბალია. მშენებლობის ზრდასა და განვითარებასთან ერთად კი ობიექტის ღირებულება იმატებს. ამასთან, მშენებარე ბინების ფასები დამოკიდებულია კომპლექსის ადგილმდებარეობაზე, ინფრასტრუქტურის ხარისხზე, კვადრატულ მეტრზე და თავად დეველოპერის რეპუტაციაზე. ეს უკანასკნელი კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არასანდო კომპანიებმა შესაძლოა ვერ შეასრულონ მშენებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილი პირობები, მოხდეს მშენებლობის გახანგრძლივება და ფინანსური ზარალის მიღება.
მშენებარე ბინების განვადება
მშენებარე ბინების კიდევ ერთი უპირატესობა გადახდის მოქნილი პირობებია. დეველოპერები ხშირად უძრავი ქონების მაძიებლებს განსხვავებულ და მოქნილ გადახდის გრაფიკს სთავაზობენ, რაც უფრო ხელმისაწვდომს ხდის ბინის შეძენას. საბოლოოდ, მშენებარე ბინები განვადებით შესაძლოა უფრო ძვირი დაჯდეს, ვიდრე ერთჯერადი გადახდა, თუმცა ეს გაცილებით ამარტივებს მშენებარე ბინის შეძენას.
მაგალითად, დეველოპერულმა კომპანიამ შეიძლება შემოგთავაზოთ მშენებარე ბინები განვადებით სხვადასხვა პირობით - გრძელვადიანი განვადებით, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში, წლობით იხდით თანხას ყოველთვიური დაბალი გადასახადით, რაც საშუალებას გაძლევთ თქვენი ბიუჯეტი მარტივად მართოთ. ერთ-ერთი ხელსაყრელი ხერხია მშენებარე ბინები შიდა განვადებით, რაც გულისხმობს მშენებარე ბინის შეძენას პირდაპირ დეველოპერისგან, ბანკის ჩარევის გარეშე. ეს კი დამატებითი საპროცენტო განაკვეთისგან გათავისუფლებთ.
დიდი უპირატესობით სარგებლობს მშენებარე ბინები განვადებით შემოსავლის დადასტურების გარეშეც, რაც განსაკუთრებით მომგებიანია თვითდასაქმებული პირებისა და არასტანდარტული შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მშენებარე ბინები განვადებით, თანხის გადახდა ერთიანად შეგიძლიათ. ასეთ დროს კი არაერთი დეველოპერი ფასდაკლებებსა და დამატებით სარგებელს გთავაზობთ, რაც საგრძნობლად ზოგავს ხარჯებს გრძელვადიან პერსპექტივაში.
თანამედროვე სამშენებლო სტანდარტები
მშენებარე ბინები, როგორც წესი, აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ ენერგოეფექტურობის, უსაფრთხოების ხარისხს და ითვალისწინებს ეკოლოგიურ სტანდარტებს, როგორიცაა მწვანე არქიტექტურა და ბიოფილური დიზაინი. მშენებარე ბინის შეძენა და მასში თანხის დაბანდება საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ მშენებლობის ხარისხი, მოსაპირკეთებელი და სამშენებლო მასალების მდგომარეობა, შესრულების ტექნიკა და თვალი ადევნოთ თქვენი სახლის დასრულების პროცესს, ზედამხედველობა გაუწიოთ თითოეულ ეტაპს, რაც უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაგეხმარებათ.
მშენებარე ბინების შეძენა არ არის მხოლოდ საცხოვრებელი ფართის ყიდვა, ეს არის გააზრებული ფინანსური ინვესტიცია. დაბალი საწყისი ფასი, გადახდის ინდივიდუალურად მორგებული გრაფიკი და თანამედროვე ენერგოეფექტური სტანდარტები მას განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს. თუმცა, პროცესის წარმატებით დასასრულებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დეველოპერის რეპუტაციისა და ხელშეკრულების პირობების სათანადო შეფასებას. სწორად შერჩეული პროექტი კი არა მხოლოდ კომფორტულ გარემოს, არამედ თქვენი კაპიტალის ზრდის გარანტიასაც იძლევა.