თეგებით ძიება

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 27 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 27 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ჩალისპირების დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების II ზონის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის  მოედნის, პეტრიწის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძის და გოძიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ჩალისპირების დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების II ზონის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის მოედნის, პეტრიწის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძის, გოძიაშვილის, ემხვარის, ბერბუკის, კოსტავას, აფაქიძის, ასლანიდის, ბოჭორიშვილის, ფიზკულტურის, კვერნაძის, ტყვარჩელის და ალმასიანის  ქუჩების  მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, სამხედრო გზატკეცილის,  ლუბლიანას, ბელიაშვილის, მაჭავარიანის, ახმეტელის, ბოხუას, გაბაშვილის, ბერძენიშვილის, ჯორჯ ბალანჩინის და ტერევერკოს ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, სამხედრო გზატკეცილის, ლუბლიანას, ბელიაშვილის, მაჭავარიანის, ახმეტელის, ბოხუას, გაბაშვილის, ბერძენიშვილის, ჯორჯ ბალანჩინის და ტერევერკოს ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის II, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, კვაჭანტირაძის, მშველიძის, ალუბლების, წულუკიძის, შანდორ პეტეფის, ემზარ სულაქველიძის, მუსხელიშვილის და ზურაბ პატარიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი II, III მიკრორაიონების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა