ეკატერინე ტიკარაძე - საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად ავიცრები
ჯანდაცვის მინისტრი ს,ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში აუცილებად აიცრება, თვლის, რომ გაცილებით მეტი ადამიანია, ვინც საჭიროებს პირველად ვაქცინაციას
მისი თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, პრიორიტეტით არ ისარგებლებს.
„რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში მეც აუცილებლად ავიცრები. თუმცა, ვთვლი, გაცილებით მეტი ადამიანია, ვინც საჭიროებს პირველად ვაქცინაციას. შევეცდები, რომ არ ვისარგებლო ჩემი სტატუსით. ის ვაქცინა, რომელიც შეიძლება სხვისთვის გაცილებით უფრო მეტი ეფექტის მომტანი იყოს, არ ვისარგებლო ამ პრიორიტეტით. თუმცა, თუ ეს საჭირო გახდა კამპანიისთვის, რა თქმა უნდა, მე უარს არ ვიტყვი ვაქცინაციაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს, მისი თქმით, როგორც კი გავა 120 დღე ნებისმიერ ვაქცინას გაიკეთებს.
„არ დამიმალავს, რომ ინფიცირებული ვიყავი. 29 დეკემბერს დამიდასტრურდა. მინისტრის ბრძანებით და ჩემი გეგმის მიხედვით, ის ადამიანები, ვინც ინფიცირებულები იყვნენ, იცრებიან 120 დღის შემდეგ. დაითვალეთ, როგორც კი გავა 120 დღე, ნებისმიერ ვაქცინა, რაც იქნება იმ დროს საქართველოში, მობრძნადით და თქვენ თვალწინ ავიცრები“,-აცხადებს გამყრელიძე.
უკვე ცნობილია ვინ იქნება პირველი, ვინც ვაქცინას გაიკეთებს - ის ლუგარის ლაბორატორის თანამშრომელი 73 წლის თამარ გიორგაძეა.