თეგებით ძიება

"მზია ამაღლობელი პოლიციელს თავს შურისძიების მიზნით დაესხა, პოლიციელზე თავდასხმა არის მძიმე დანაშაული" - პროკურორი

მზია ამაღ­ლო­ბე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბი­სა და ხელ­წე­რი­ლით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ელს შუ­რის­ძი­ე­ბით მიზ­ნით და­ეს­ხა თავს, რაც მძი­მე და­ნა­შა­უ­ლია, - ამის შე­სა­ხებ „ბა­თუ­მე­ლე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ვლა­დი­მერ თურ­მა­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი ბრალ­დე­ბის მხა­რის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და, რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლემ გა­ი­ზი­ა­რა.

„სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ 11 იან­ვარს, როცა მზია ამაღ­ლო­ბე­ლი და­ა­კა­ვეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, შე­ნო­ბის და­ტო­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, ის პო­ლი­ცი­ელს თავს და­ეს­ხა.

პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმა არის მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ის­ჯე­ბა.

მზია ამაღ­ლო­ბე­ლის მხრი­დან ეს იყო პო­ლი­ცი­ელ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ეს პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმად კვა­ლი­ფი­ცირ­და“, - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ თურ­მა­ნი­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ „ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა“ და „ნეტ­გა­ზე­თის“ დამ­ფუძ­ნე­ბელს, მზია ამაღ­ლო­ბელს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე, ნინო სა­ხე­ლაშ­ვილ­მა მი­ი­ღო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა