თეგებით ძიება

"რა­ტომ ის­ვე­ნებს თუ ასე­თი პატ­რი­ო­ტია ქვეყ­ნის, რა ეკონ­ცერ­ტე­ბა, რუსი ცოლი მა­გას ჰყავს მე კი არა" - რას ამბობს ქალი, რომელიც საზოგადოებას ზარქუას ცოლი ეგონა

მე­სა­მე დღეა რაც ქარ­თუ­ლი მე­დია აბუ-და­ბი­ში, სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში“, მომ­ხდა­რი სკან­და­ლის შე­სა­ხებ წერს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­სა და და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. და­პი­რის­პი­რე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ირაკ­ლი ზარ­ქუა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე სა­უზ­მო­ბი­სას ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილს თავს და­ესხნენ. კად­რებ­ში ასე­ვე ჩანს, რომ ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კი­დევ ერთი დე­პუ­ტა­ტი გელა სამ­ხა­რა­უ­ლი.

შემ­თხვე­ვას წინ უძღო­და ინ­ცი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ერთი დღით ადრე სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვი­ლის ცნო­ბით, აბუ-და­ბი­ში ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას შეხ­ვდა და გა­და­წყვი­ტა, რომ ბა­თუმ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე მო­ე­ყო­ლა, თუმ­ცა რო­გორც გა­ბი­ტაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ზარ­ქუ­ამ მის ტე­ლე­ფონს ხელი გა­არ­ტყა და შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

მე­ო­რე დღეს მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის დროს, სას­ტუმ­როს კა­ფის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და მა­რი­ამ ბაგ­რა­ტი­ო­ნი შვილ­თან ერ­თად. მო­ქა­ლა­ქის მიერ გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ში, ქალი მა­რი­ამ ბაგ­რა­ტი­ონს მი­მარ­თავს და ეუბ­ნე­ბა, რომ ყველ­გან ასე უნდა დახ­ვდნენ ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე­ებს.

გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ბაგ­რა­ტი­ონ­ზე წე­რენ: "ცო­ლე­ბიც მოყ­ვნენ "პრი­კუპ­ში". მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ სი­უ­ჟეტ­ში ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი ამ­ბობს, რომ ად­გილ­ზე ის ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და "ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტე­ბის და­სა­ცა­ვად.

იმე­რე­თის ბაგ­რა­ტო­ვან­თა შტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, პრო­ფე­სი­ით მუ­სი­კო­სია და წლე­ბის წინ, „ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა­ზე“ სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა მიჰ­ყავ­და. მა­რი­ა­მი ინ­ტერ­ვი­უ­ში გვიყ­ვე­ბა, რომ გა­უ­გებ­რო­ბა­ში მოხ­ვდა და იქ მყო­ფი დე­პუ­ტა­ტე­ბი­დან არა­ვი­სი ცოლი არ არის და 14 წლის შვილ­თან ერ­თად აბუ-და­ბი­ში ისიც „ქოლ­დფ­ლე­ის“ კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბად ჩა­ვი­და. მომ­ხდარს კი შემ­თხვე­ვით შე­ეს­წრო...

- არა­ვის ოჯა­ხის წევ­რი არ ვარ, არც კი ვიც­ნობ არ­ცერ­თს. უბ­რა­ლოდ ამ ფაქტს შე­ვეს­წა­რი რო­გორც დამ­სვე­ნე­ბე­ლი. ამ ადა­მი­ან­მა (ლაშა გა­ბი­ტაშ­ვი­ლი) ჯერ კი­დევ წინა დღეს ლან­ძღა და აგი­ნა ყვე­ლას. მე­ო­რე დღე­საც უბ­რა­ლოდ ის გა­და­ი­ღეს და და­დეს, რაც თა­ვად უნ­დო­დათ და აწყობ­დათ.

მეც მლან­ძღეს და გა­ვე­ცი პა­სუ­ხი. სა­ერ­თოდ არა­ფერ შუ­ა­ში არ ვი­ყა­ვი. ჩემი შვი­ლი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე კონ­ცერ­ტზე. მომ­ხდა­რის დროს შვილ­თან ერ­თად კა­ფე­ში ვი­ჯე­ქი და მი­ვირ­თმევ­დით, რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი და­ი­წყო. შე­ვეს­წა­რი და უბ­რა­ლოდ ჩა­ვე­რიე რო­გორც დამ­სვე­ნე­ბე­ლი და ქარ­თვე­ლი. მო­ვა­ლედ ჩავ­თვა­ლე თავი. მთე­ლი სას­ტუმ­რო გა­ა­გი­ჟეს, ისე იქ­ცე­ოდ­ნენ და იგი­ნე­ბოდ­ნენ, ყვი­როდ­ნენ მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის მი­სა­მარ­თით. ეს არის სი­მარ­თლე. მე სა­ერ­თოდ რა შუ­ა­ში ვი­ყა­ვი, პრო­ვო­კა­ტორ­მა ქალ­მა რომ გა­და­მი­ღო. ცხოვ­რე­ბა­ში არა­ვის­თვის მი­მი­ყე­ნე­ბია შე­უ­რა­ცხყო­ფა, წყო­ბი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნეს.

- "ცო­ლე­ბიც მოყ­ვნენ პრი­კუპ­ში. ჩემ­მა დე­ი­დაშ­ვილ­მა მი­ას­ხა" - ამ სა­თა­უ­რით გავ­რცელ­და თქვენ­ზე ვი­დეო.

- მათ თუ აქვთ დას­ვე­ნე­ბი­სა და კონ­ცერ­ტზე წას­ვლის უფ­ლე­ბა, მე რა­ტომ არ მაქვს. რა­ტომ ვარ მო­ღა­ლა­ტე ვერ გა­ვი­გე. რა­ტომ უნდა შე­მა­ვიწ­რო­ონ და და­მა­ბუ­ლინ­გონ, თა­ვად რა­ტომ არი­ან მა­შინ აქ? - რა­ტომ ის­ვე­ნებს თუ ასე­თი პატ­რი­ო­ტია ქვეყ­ნის, რა ეკონ­ცერ­ტე­ბა, რუსი ცოლი მა­გას ჰყავს მე კი არა (სა­უ­ბა­რია ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­ზე ავტ.)

მე არა­ვი­სი ცოლი და ნაშა არ ვარ, არც კი ვიც­ნობ დე­პუ­ტა­ტებს, ორ შვილს გე­ფი­ცე­ბით. ტყუ­ი­ლად გა­ვი­ლან­ძღე და ჩემი შვი­ლიც ვა­ნერ­ვი­უ­ლე.

- ინ­ცი­დენ­ტი ერთი დღით ად­რეც მოხ­და სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

- დიახ, წინა დღე­საც შე­ვეს­წა­რი ეს ბიჭი რო­გორ ლან­ძღავ­და და აგი­ნებ­და საქ­ვეყ­ნოდ პარ­ლა­მენ­ტა­რებს, მთე­ლი სას­ტუმ­როს წინ. გა­ვოც­დი... ეს მე­ო­რე დღე იყო, რაც ყვე­ლამ ნა­ხეთ, ის რა­ტომ არ და­დეს. მე არ ვარ ინ­ტრი­გა­ნი ადა­მი­ა­ნი და არ გა­და­მი­ღია არა­ფე­რი.

ტყუ­ი­ლად მცხე­ბენ ჩირ­ქს, უდა­ნა­შა­უ­ლო, არა­ფერ შუ­ა­ში მყოფ ადა­მი­ანს. მე ვარ აბ­სო­ლუ­ტუ­რად აპო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი. არ­ცერთ პარ­ტი­ას არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი და არ­ცერ­თის­გან არ მაქვს არა­ნა­ი­რი სარ­გე­ბე­ლი. არა­ვის­თვის არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია და არც წა­მირ­თმე­ვია. ვის­ვე­ნებ­დი უბ­რა­ლოდ და ჩემ­თვის და უსა­მარ­თლო­ბას და ძა­ლა­დო­ბას არ მი­ვე­სალ­მე­ბი არა­სო­დეს. პრო­ტეს­ტი შე­უძ­ლი­ათ მი­ტინგზე და არა აქ, სას­ტუმ­რო­ში სა­დაც ხალ­ხი ის­ვე­ნებს.

კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, მე არ­ცერ­თი მხა­რე არ ვარ, არ ვე­რე­ვი პო­ლი­ტი­კა­ში. მე რომ ვზი­ვარ იქ, პა­ტა­რა შვილ­თან ერ­თად, კონ­ცერ­ტებს არ უნდა მა­ყუ­რე­ბი­ნებ­დნენ და არ უნდა მსტრე­სავ­დნენ თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა