უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.3326 ლარი ეღირება, ევრო – 3.9645 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.6440 ლარი.
დღეს კი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.3298 ლარი ღირდა, ევრო – 3.9758 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.6524 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 20 მარტს ამოქმედდება.