ლარი გამყარდა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 22 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.3299 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3326 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.27 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.9636 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9645 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.09 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4182 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.6089 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 23 მარტიდან შევა ძალაში.