აშშ გააგრძელებს თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას - ჯიმ რიში
ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში სენატში, ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტში საქართველოს შესახებ გამართული მოსმენების შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
რიში მოსმენების დროს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველო ამჟამად კრიტიკულ მომენტში იმყოფება. სენატორი შექმნილი კრიზისის დასრულებისა და რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„საქართველო არის კრიტიკულ მომენტში. მისმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მოილაპარაკონ და დაასრულონ მიმდინარე კრიზისი და შეთანხმდნენ რეფორმებზე ქვეყნის მომავლის გასაუმჯობესებლად. აშშ გააგრძელებს თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას“, – წერს სენატორი ჯიმ რიში.
Georgia is at a critical moment. Its political leaders must negotiate an end to this current crisis & agree to needed reforms to improve its future. The U.S. will continue to be supportive of a free and democratic #Georgia. https://t.co/jEun6KnKC5— Senate Foreign Relations Committee Ranking Member (@SenateForeign) March 24, 2021