თეგებით ძიება

დეპუტატები JTEC-ში და საერთო საჯარისო ცენტრში იმყოფებოდნენ


საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრებმა კრწანისში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი(JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრები მოინახულეს. როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტარებს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, მისმა მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ უმასპინძლეს.

„საკანონმდებლო ორგანოს წევრები JTEC-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის, ახალი ნაგებობის მშენებლობის პროცესს დააკვირდნენ და ახლადდასრულებული სასადილოს შენობა დაათვალიერეს, ასევე გაეცნენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა MILES - ის აღჭურვილობა ენახათ და VBS-3-ის და JCATS-ის შესაძლებლობებს გაცნობოდნენ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბრიფინგზე დეპუტატებს JTEC-ის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. პარლამენტის წევრებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სასადილოში „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.

დღესვე საკანონმდებლო ორგანოს წევრები საერთო საჯარისო ცენტრშიც იმყოფებოდნენ, ბაზაზე დასრულებული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული ზონები დაათვალიერეს, რომელიც ღია და დახურულ სავარჯიშო დარბაზებსა და მოედნებს მოიცავს. სტუმრები ადგილზე სასწავლო პროცესსაც დააკვირდნენ და საჰაერო, ჯავშანსატანკო და ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინის სიმულატორებს გაეცნენ. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) და ვაზიანში სამხედრო ბაზებზე იმყოფებოდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა