თეგებით ძიება

ოპოზიციას უთხრეს, მათი პარლამენტში არშესვლა პირდაპირ ასხამს რუსულ წისქვილზე წყალს

ოპოზიციის ფუნქცია არ არის ქვეყანაში არეულობის გამოწვევის მცდელობა და ამით რუსულ წისქვილზე წყლის დასხმა, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

იგი გუშინ აშშ-ის სენატში გუშინ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.

„ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ჩვენს ოპოზიციას უთხრა ის, რაც არის ჩვენი დემოკრატიული პროცესისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული ოპოზიცია ამას სწორედ ასე გააკეთებს, რადგან როგორც ამერიკელებმა ჩვენს ოპოზიციას უთხრეს, მათი პარლამენტში არშესვლა პირდაპირ ასხამს რუსულ წისქვილზე წყალს.

მე მინდა ოპოზიციის ზოგიერთ მათგან, ვისაც არ ეკუთვნის, არ ეკუთვნის, შევახსენო, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებულ ქვეყანაში. ამიტომ, პირველ რიგში, გვევალება, ვიზრუნოთ სწორედ ჩვენს ქვეყანაზე და არ ვიყოთ უნებლიედ რუსული ინტერესების გამტარებელი, რადგან ოპოზიციის ფუნქცია არ არის ქვეყანაში არეულობის გამოწვევის მცდელობა და ამით რუსულ წისქვილზე წყლის დასხმა.

და ბოლოს, ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ ვინაიდან კანონი დაარღვია, ნიკა მელია ამიტომ ზის ციხეში.

მე მინდა ამ გზავნილებით გუშინდელ მოსმენას გამოვეხმაურო და იმედი მაქვს, ჩვენი ქართული ოპოზიციური სპექტრი ამ გზავნილებს სწორად გაიგებს და ჩვენ ძალიან მალე შეგვეძლება, პარლამენტში ვიმუშაოთ ერთად და მე, როგორც მინისტრს, მქონდეს შესაძლებლობა, რომ უკვე ოპოზიციონერი დეპუტატების მოსაზრებები მოვისმინო“, - განაცხადა წულუკიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა