თეგებით ძიება

ემანუელ მაკრონი: თურქეთი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდება


საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თურქეთი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდება.

„ცხადია, თურქეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის მცდელობები იქნება“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა ტელეარხ France 5-თან ინტერვიუში.

ამასთანავე საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ თურქეთთან დიალოგის წარმართვაა საჭირო.

„ჩვენ თურქეთთან დიალოგი გვჭირდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თურქეთმა ზურგი არ აქციოს ევროპას და რელიგიური ექსტრემიზმისკენ ან ჩვენთვის ნეგატიური გეოპოლიტიკური არჩევანისკენ არ წავიდეს“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

2020 წლის 4 დეკემბერს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთი რაც შეიძლება მალე მოიშორებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.

„მაკრონი საფრანგეთის პრობლემაა. მაკრონთან ერთად საფრანგეთი ძალიან საშიშ პერიოდს განიცდის. იმედი მაქვს, საფრანგეთი რაც შეიძლება მალე მოიშორებს მაკრონის პრობლემას“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები სირიის, ლიბიის, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის საკითხებზე უთანხმოების გამო გაუარესდა.

2020 წლის ოქტომბერში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ეჭვქვეშ დააყენა ემანუელ მაკრონის ფსიქიკური ჯანმრთელობა და ის ისლამის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გატარებაში დაადანაშაულა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა