უნდა დამთავრდეს ბოროტება პუტინის ფილიალის სახით, რომელსაც წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმი
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სპეციალურ ბრიფინგზე სენატორთა გზავნილებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამერიკელი მეგობრები საქართველოს გვერდით დგანან ოლიგარქიულ მმართველობასთან ბრძოლაში. მისი თქმით, ვადამდელი არჩევნები და ახალი მთავრობა საქართველოს უმწვავესი პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი გზა არის:
"გუშინ აშშ-ის სენატში შედგა ისტორიული სხდომა, სადაც მტელი მსოფლიოს გასაგონად გაცხადდა ჩვენი დიდი ამერიკელი მეგობრების პოზიცია, რომ ისინი ამ ურთულეს დროს დგანან ისევ და ისევ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მადლობა მათ ამისთვის. ჩვენც მაქსიმალურად უნდა ვიმოქმედოთ, რათა დამთავრდეს ბოროტება პუტინის ფილიალის სახით, რომელსაც წარმოადგენს დღევანდელი ივანიშვილის რეჟიმი და დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა ჩვენი სარჩელი ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც საქართველოს უკანონო ე.წ. პარლამენტმა რამდენიმე ხნის წინ უარი გვითხრა. ოპოზიცია უარს ამბობს ერთპარტიულ პარლამენტში შესვლაზე. ახალი არჩევნები და ახალი მთავრობა - ეს არის გზა დემოკრატიისა და ქვეყნის გადარჩენისთვის" - განაცხადა ნათელაშვილმა.