თეგებით ძიება

შალვა ნათელაშვილი: აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა არის შეკვეთილი


"აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა არის შეკვეთილი, ისევე როგორც სხვა წინა კვლევები", - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები დამთავრდა მაშინ, როცა შემოვიდნენ NDI და IRI თავიანთი ყალბი კვლევებით 25 წლის წინ. მე ვთხოვ ამ ორგანიზაციებს, ნუ უტეხავენ სახელს დიდ ამერიკულ დემოკრატიას, შეწყვიტონ ამ მიმართულებით გრანტების ათვისება და საქმიანობა. გამოკვლევები და ეგზიტპოლები მათი ფუნქცია არ არის, ყოველ შემთხვევაში, ჩაფლავდნენ მთლიანად და დაამთავრონ შეკვეთილი მონაცემების ტირაჟირება ტელევიზიებით. სწორედ NDI და IRI მუშაობენ ჯორჯ კენტისა და კარა მაკდონალდის მითითებით, რომლებიც ტრამპის დანატოვრები არიან სახელმწიფო დეპარტამენტში. იმედია, მათი ეპოქა მალე დასრულდება“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 23% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნებაა“, 7% „ნაცმოძრაობას“ ასახელებს, სხვა პარტიებს კი ჯამში 7% აქვთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა