თეგებით ძიება

ჯო ბაიდენი ბარაკ ობამასგან რჩევებს იღებს


თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას რეგულარულად ეკონტაქტება და მისგან მთელ რიგ საკითხებზე რჩევებს იღებს.

„ისინი არ იყვნენ უბრალოდ პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. ისინი მეგობრები არიან და მთელ რიგ საკიტხებზე კონსულტაციებს გადიან. ვფიქრობ, პრეზიდენტ ბაიდენის პრეზიდენტობის განმავლობაში ეს ასე გაგრძელდება. კომუნიკაცია ტელეფონის მეშვეობით ხდება. პრეზიდენტი ობამა თეთრ სახლში რომ მოსულიყო, ეს ყველას ეცოდინებოდა“, - განაცხადა ჯენ ფსაკიმ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენისა და ბარაკ ობამას გუნდები რეგულარულად ეკონტაქტებიან ერთმანეთს მთელი რიგი საკითხების განსახილველად.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა