თეგებით ძიება
24. 03. 2021 მსოფლიო

ინდოეთში კორონავირუსის ორმაგად მუტაციური ვარიანტი დაფიქსირდა

ინდოეთში ახალი კორონავირუსის ორმაგად მუტირებული ვარიანტი აღმოაჩინეს. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

სამინისტროს განცხადებით, მაჰარაშტას შტატში აღმოჩენილი ნიმუშების ანალიზისა და გენომის სეკვენირების შედეგად გამოვლენილია მუტაცია, რომელიც ადრე აღმოჩენილ მუტაციის ვარიანტებს არ შეესაბამება. ქვეყანაში ასევე აღმოჩენილია კორონავირუსის დიდი ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური ვარიანტები.

„მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში აღმოჩენილია კორონავირუსის ის ვარიანტები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს და ასევე ახალი, ორმაგად მუტაციური ვარიანტი, მათი რაოდენობა არც ისე ბევრია, რომ ზოგიერთ შტატში ინფიცირების შემთხვევების ზრდას დავუკავშიროთ“, - აცხადებენ ინდოეთის ჯანდაცვის უწყებაში.

ცნობისათვის, ინდოეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 11 734 058 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 160 000-ს აჭარბებს. კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით ინდოეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ- სა და ბრაზილიის შემდეგ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა