თეგებით ძიება

საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, მას გააჩნია ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გახდეს ნატო-ს წევრი - როსარია პუგლისი

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში როსარია პუგლისმა ჟურნალისტებთან ალიანსისა და საქართველოს პარტნიორობის მნიშნვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახლო ურთიერთკავშირი საკმაოდ მჭიდროა, რადგან საქართველო ნატო-ს უახლოესი პარტნიორია. კითხვაზე, თუ როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი, როსარია პუგლისმა უპასუხა - "როცა შესაფერისი დრო მოვა და ჩვენ ამას თქვენთან ერთად ვიზეიმებთ":

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე და საქართველოს სუვერენიტეტზე, ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე. ნატო აგრძელებს რუსეთის მიმართ მოწოდებას, უარი თქვას აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” აღიარებაზე და გაიყვანოს საკუთარი ძალები აღნიშნული ორი რეგიონიდან.

გადაწყვეტილებაში ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ამ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნა უკანონოა და რომ რუსეთი არის ამ რეგიონებში არსებული სიტუაციის დე ფაქტო მმართველი და ის პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების ყველა დარღვევაზე, რასაც ადგილი აქვს ამ სამხედრო ყოფნის შედეგად.

საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ჩვენ უნიკალური ურთიერთობა გვაქვს. ის ნატოს მხარდამხარ იბრძვის ავღანეთში მისიის დაწყებიდანვე და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთს მხოლოდ მაშინ დატოვებენ, როდესაც ნატო-ს ჯარი დატოვებს ავღანეთს. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთკავშირი გვაქვს. ერთად ვმუშაობთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტზე. ეს არის მთავარი სივრცე, საიდანაც ჩვენს მიერ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა ხორციელდება," - განაცხადა როსარია პუგლისმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა