თეგებით ძიება

მაია ბითაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალურ ხელმძღვანელსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კოორდინატორს შეხვდა


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, მასიეჟ ცურასა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორს ალექსანდრე დარასს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მწვანე ეკონომიკის განვითარება. ასევე განიხილეს სტიმულირების რა მექანიზმები უნდა შეიქმნას, რათა ქვეყანაში განვითარდეს ცირკულარული ეკონომიკა და ხელი შეეწყოს ბიზნესს, რომ წარმოებაში გამოიყენონ საუკეთესო გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები.

მაია ბითაძის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ქალაქებში გარემოსდაცვით ინტეგრაციაზე, მათ შორის მშენებლობის ნებართვის გაცემისას სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტის თაობაზე.

„სტუმრებთან ასევე ვისაუბრეთ ქალაქებში გარემოსდაცვით ინტეგრაციაზე, მათ შორის მშენებლობის ნებართვის გაცემისას სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტის თაობაზე. განვიხილეთ წიაღისეულის მართვის პროცესში გარემოსდაცვითი საკითხები.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ის მიმართულებები, სადაც ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირთან პარტნიორობით კომიტეტს დახმარებას გაუწევს, რომ განხორციელდეს ასოცირების ხელშეკრულების შესაბა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა