თეგებით ძიება

ნიკოლოზ სამხარაძე: მზად ვართ იმისთვის, რომ ეს ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ


"კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება არ შემიძლია, თუმცა კრისტიან დენიელსონთან ერთად იქნებიან ბრიუსელის წარმომადგენლები, რომლებიც ჩაერთვებიან მოლაპარაკებებში იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაარწმუნონ მხარეები იმაში, რომ დიალოგი ერთადერი გამოსავალია და ყველამ გადადგას კონსტრუქციული ნაბიჯები", - ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ამაში დარწმუნება არ სჭირდება, რადგან ის საკითხები, რომლებზეც მოლაპარაკება მიმდინარეობდა, ყველა მმართველი გუნდის მიერ იყო მიტანილი.

„ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურდებთ მზადყოფნას, რომ მზად ვართ დიალოგისთვის და იმისთვის, რომ ეს ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, რომლის მოგვარება რამდენიმე საათში მარტივად შეიძლება, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ, შემოვიდნენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში, გადავშალოთ ეს ფურცელი და გავაგრძელოთ პოლიტიკური ცხოვრება ახალ რეჟიმი და ერთად ვებრძოლოთ იმ საფრთხეებს, რომლებიც მომდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა