თეგებით ძიება

თორნიკე რიჟვაძემ ესტონეთისა და ნორვეგიის ელჩებთან სამუშაო შეხვედრა გამართა


აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ესტონეთის ელჩ რინა კალიურანდისთან და ნორვეგიის ელჩ ჰელენ სანდ ანდრესენთან, ასევე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ ღასან ხალილთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა ვიზიტის მნიშვნელობაზე და შეაფასა თანამშრომლობის პერსპექტივები.

,,დღეს ესტონეთის და ნორვეგიის ელჩებს და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ვმასპინძლობთ. ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც რეგიონში დაარსდება ბავშვთა უფლებების ცენტრი, რაც დაეხმარება რეგიონს ბავშვთა უფლებების დაცვის მექანიზმების კიდევ უფრო განმტკიცების და საგანმანათლებლო სისტემის დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში. შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ ერთობლივ მიმდინარე პროექტებზე და შევაფასეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.’’ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ვიზიტის ფარგლებში რეგიონში დაარსდება ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი, ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს.

ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი დაეხმარება განათლების მომავალ სპეციალისტებს, მშობლებს და დაინტერესებულ საზოგადოებას ბავშვის უფლებების უკეთ გააზრებაში.

ასევე, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს, რომელიც უკვე მიმდინარეობს აჭარაში გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და ნორვეგიის მთავრობების მხარდაჭერით.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა