თეგებით ძიება

ჩემ დროს აშშ-ის სენატს ასე რომ ესაუბრა, ძალიან ცუდ ხასიათზე ვიქნებოდი - მიხეილ სააკაშვილი

დიპლომატიურად საუბრობენ, მაგრამ არსი ერთია, რომ საქართველში ხელისუფლება ბოლომდე დალპა - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი,მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის სენატიდან წამოსულ კრიტიკა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აუცილებელია, ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ კონკრეტული ზომები და სანქციები გატარდეს, რადგან ოლიგარქი ყველაზე მეტად სწორედ ფინანსურ სანქციებს უფრთხის.

"მე როცა ვიყავი საქართველს ხელისუფლებაში, მაშინ რომ ამერიკის სენატს ასე ესაუბრა, როგორც გუშინ, ძალიან, ძალიან ცუდ ხასიათზე ვიქნებოდი და მეცოდინებოდა, რომ ძალიან შავად გვაქვს საქმე, როგორც ქვეყანას და როგორც ხელისუფლებას.

ესენი რომ არ იმჩნევენ და უტიფრად შავზე ამბობენ თეთრს და პირიქით, ეს არაფერს არ ნიშნავს, თვითონ ხომ იციან, რომ ძალიან ცუდად აქვთ საქმე", - აცხადებს "მთავარ არხთან" მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ელოდება, რომ მსგავსი სახის მკაცრი მოწოდებები, გაფრთხილებები და შეფასებები კიდევ გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 23 მარტს აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე სხდომა გაიმართა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა