თეგებით ძიება

დავით ზალკალიანი: ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შესვლით, პირველ რიგში რუსეთის წისქვილზე ვასხამთ წყალს


"გამოწვევების ფონზე არ გვაქვს ფუფუნება ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შევიდეთ, ეს პირველ რიგში რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მტავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ის განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ არის რჩევა ჩვენთვის, როგორც მეგობრის და სტრატეგიული პარტნიორის. იმ ფონზე, როდესაც რეგიონში რთული პროცესები მიმდინარეობს, როდესაც გვაქვს უსაფრთხოებასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული გამოწვევები, როდესაც გვაქვს ახალ გეოპოლიტიკურ გარემოებასთან დაკავშირებული გამოწვევა, როდესაც უკვე თვალსაჩინო რუსეთის სამხედრო ყოფნის გაზრდა რეგიონში, როდესაც მთელი საზოგადოება უნდა იყოს კონცენტრირებული პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ეკონომიკის აღორძინებაზე, არ გვაქვს ფუფუნება ასეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შევიდეთ. ეს პირველ რიგში რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა