თეგებით ძიება

ირაკლი ქადაგიშვილი - კომპრომისის ჟამი დღეს უკვე ოპოზიციას უდგას


"კომპრომისის ჟამი დღეს უკვე ოპოზიციას უდგას", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა კომპრომისის აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება კრისტიან დანიელსონის ვიზიტს და მოლოდინებს, ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ თუ ყველა პოლიტიკური ძალა არა, გარკვეული პოლიტიკური პარტიები მზად იქნებიან რეალური კომპრომისისა და შეთანხმებისთვის.

„ჩვენ კომპრომისების მთელი კასკადი უკვე საკანონმდებლო ინიციატივების სახით წარმოვადგინეთ. მოგეხსენებათ, მოლაპარაკების ფორმატიდან და დათქმული პირობიდან გამომდინარე, ყველა დეტალზე გერ ვსაუბრობთ. ალბათ, კომპრომისის ჟამი დღეს უკვე ოპოზიციას უდგას, რათა გაჯიუტებიდან რეალურ კომპრომისებამდე მივიდეთ.

ძალიან ბევრი ფაქტორია იმისთვის, რომ პოზიციები დაახლოვდეს, შეიძლება გარკვეული ჯგუფებისთვის არასდროს დადგეს ასეთი მომენტი, მაგრამ ვფიქრობ, გარკვეული პოლიტიკური პარტიები, მზად იქნებიან რეალური კომპრომისი მოხდეს და მის საფუძველზე გაგრძელდეს პოლიტიკური ცხოვრება. ჩვენ ვხედავთ, რომ არა მარტო დასავლეთის მოწოდებები, არამედ ქართველი ხალხის დაკვეთაც არის სულ სხვა და ის სამიტინგო და დესტრუქციული დღის წესრიგი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები გვთავაზობენ, არ არის ქართველი ხალხის ინტერესში,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა