თეგებით ძიება

ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებს-ტიკარაძე


"თუნდაც სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილში, ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის კამპანიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული, თუ ვაქცინაციაზე აგრესიულ კამპანიას გამართავდნენ, რადგან უცნობი იყო, პირველად რომელ ვაქცინას შემოიტანდნენ საქართველოში.

„ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვმსჯელობთ საბჭოს ფორმატში. საბჭოში ჩვენ გვყავს საერთაშორისო პარტნიორების გუნდი და საერთაშორისო კომპანია, რომელიც კონკრეტულ მითითებებს გვაძლევს, თუ როგორი უნდა იყოს სტრატეგიული კამპანია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ როდესაც არ იყო გარკვეული თარიღი, თუ როდის იქნებოდა ვაქცინა და ასევე ჩვენთვის არ იყო ცნობილი, რომელი ვაქცინა იქნებოდა პირველი, ეს გარკვეულწილად მაღალ რისკებთან იყო დაკავშირებული, თუ ჩვენ აგრესიულ კამპანიას გავმართავდით. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, დავლოდებოდით პროცესების განვითარებას, რომელიც საქართველოზე არ არის დამოკიდებული და შეფერხებები მოწოდებაში გლობალურადაა და სწორედ ამის შემდეგ დაწყებულიყო კამპანია, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა საქართველოში დღეს არსებული ვაქცინების მწარმოებლებთან“, - განაცხადა ტიკარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა