გერმანიასა და ისლანდიას შორის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა არ ჩაიშლება
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა გერმანიასა და ისლანდიას შორის არ ჩაიშლება. ამის შესახებ Kicker-ი იუწყება.
აღნიშნული გადაწყვეტილება დუისბურგის ჯანდაცვის დეპარტამენტთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს.
მატჩის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, ვინაიდან გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს, იონას ჰოფმანს კორონავირუსი დაუდასტურდა, მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ მოთამაშე თვითიზოლაციაში იმყოფება.